четверг, 7 мая 2015 г.

პროექტი ,,წელიწადის ოთხი დრო"

  1. პროექტის სახელწოდება:    ,,წელიწადის ოთხი დრო“
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით;  მოსწავლეებმა დაინახონ კავშირი ცოცხალ სამყაროს და გარემოს შორის,თუ როგორ არიან დამოკიდებული ცოცხალი ორგანიზმები გარემოს ცვალებადობაზე, გაიგონ ბუნების მოვლენების  და ცოცხალი ორგანიზმების კავშირი;
  3.  პროექტის აქტუალობა;  შეიმეცნონ ბუნებასთან კავშირი,ბუნების სილამაზე და ისწავლონ ბუნების მოფრთხილება.
  4. პროექტის მიზნები; ჩაწვდნებიან   ბუნების მოვლენებს  ,განუვითარდებათ  დაკვირვების, ანალიზის, შედარების და თხრობის ,  ერთმანეთის აზრის გაზიარების და პატივისცემის უნარები. მათი  დამოკიდებულება ბუნების მიმართ იქნება უფრო შეგნებული და გააზრებული.
  5. მოსწავლეთა ასაკი;  13  წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა; 9 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას; ფოტოები, სლაიდები,  პოსტერები,  ნახატები,  დეკორაციები,  სასცენო კოსტიუმები,  მინი სპექტაკლის ვიდეო.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;  ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი,  ფერადი ქაღალდები,  ფლომასტერები,  ნემსი-ძაფი, ხელოვნური ყვავილები.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები);  მოსწავლეები  გადაიღებენ  ფოტოებს  -წელიწადის  დროები ჩვენ სოფელში,  დაამზადებენ  სლაიდებს,  გააფორმებენ,  დაამზადებენ  პოსტერებს,  დახატავენ  თავიანთი თვალით დანახულ წელიწადის დროებს, ამ ყველაფერს გამოფენენ სკოლის ფოიეში,  პროექტის ბოლოს დაწერენ სცენარს,გაინაწილებენ როლებს( ზოგი იქნება  გაზაფხული, ზოგი- ზაფხული, ზოგი - შემოდგომა  და ზოგიც -ზამთარი), თითოეული მათგანი მოყვება პატარა ზღაპარს თავის თავზე, შექმნიან  სპექტაკლისთვის   ტანსაცმელს,რომელსაც გააფორმებენ წელიწადის დროების შესაბამისად,  დაგეგმავენ სპექტაკლის თარიღს,  მინი სპექტაკლზე დაპატიჟებენ  მასწავლებლებს, მშობლებს, უფროსებს.გადაიღებენ ვიდეოს და გამოაქვეყნებენ ინტერნეტში.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ბუნებასთან, ,   ხელოვნებასთან,  ისტ-თან, მუსიკასთან:
1.ბბუნ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია აახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის. პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება განსხვავებაზე
             2.უნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
3.ბუნ.VII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
             4.მუს.VII.4.  მოსწავლეს შეუძლია   სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
             5.მუს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

             6.ს.გ.VII.4.   მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი          გძნობებისა    და  იდეების წყაროს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.

11.   პროექტის ხელმძღვნელი(მასწავლებელი): ნ. ჯანიაშვილი,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის  ბიოლოგიის მასწავლებელი.
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;  n.janiashvili61@gmail.com
13.   პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.  http://chemibiologia2015.blogspot.com/